სიახლეები

ქვემო ქართლის ბიზნესფორუმი რუსთავში

27 მაი, 2017

25 მაისს, BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით, ,,ქვემო ქართლის განვითარების სააგენტოსა’’ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რუსთავში, ქვემო ქართლის ბიზნესფორუმი გაიმართა.

25 მაისს, BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით, ,,ქვემო ქართლის განვითარების სააგენტოსა’’ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რუსთავში, ქვემო ქართლის ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმში ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები, ინვესტორები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფორუმს მარნეულიდან, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასა და ჟურნალ ‘’BUSINESS GEORGIA’’-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და ‘’BUSINESS GEORGIA’’-ს გენერალურმა დირექტორმა, ანა გოგიშვილმა მოაწერეს. ფორუმის დამსწრეებმა მიმოიხილეს, რეგიონის განვითარების დინამიკა და ტენდენციები დარგობრივ ჭრილში, კერძოდ კი, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზეც, კერძოდ, თბილისი-ერევნისა და ახალქალაქი-მარაბდის სარკინიგზო მაგისტრალების მნიშვნელობაზე. ბიზნესფორუმზე განიხილეს რეგიონის განვითარების გეგმა, სამთავრობო ხელშეწყობა და ბიზნეს აქტივობების დეცენტრალიზაციის დონე, საერთაშორისო მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების პროგრამები, ასევე მრეწველობის განვითარების კუთხით დარგობრივი პრიორიტეტები რეგიონისთვის, ბიზნეს განათლების, ადამიანური რესურსებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების საკითხები. შეხვედრა კითხა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსექტივები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ბიზნესფორუმის მიზანს საქართველოს მასშტაბით, რეგიონული განვითარების ხარისხის გაზრდა, ასევე, რეგიონების საინვესტიციო პოტენციალით ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესება წარმოადგენს.

სხვა სიახლეები