შეხვედრა „ახალგაზრდა ფერმერთა“ ცნტრის წევრებთან
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე შაუმიანის №2 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულ „ახალგაზრდა ფერმერთა“ ცენტრი მოსწავლეებს შეხვდნენ.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე შაუმიანის №2 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულ „ახალგაზრდა ფერმერთა“ ცენტრი მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსაწვლეებმა გამგებელს წარუდგინეს ინიციატივა, რომელიც შაუმინაში არსებული მდინარის დასუფთავებს და ნაგვის ურნის დადგმას ეხებოდა და აღნიშნული საკითხების მოგვარებაში მხარდაჭერა ითხოვეს. გამგებელმა მოუსმინა მოსწავლეების იდეებს და კომპეტენციის ფარგლებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატივა წერილობითი ფორმით კანცელარიაში დატოვეს. ცნობისთვის, „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები“ (YFC) ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ქვემო ქართლის რეგიონის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივ მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ჩამოაყალიბა, რომლის მიზანია რეგიონში მცხოვრები ახალაგზრდების გააქტიურება და ჩართვა აგროსამეწარმეო საქმიანობასა და საკუთარი თემის განვითარების პროცესში.