წერეთელში ადგილობრივებმა სკვერის მოწყობის კონცეფცია შეიმუშავეს
17 ივნისს, სოფელ წერეთლეში სკვერის კონცეფციის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას პროექტში ჩართულმა არქიტექტორებმა წარუდგინეს მათი სურვილისამებრ შემუშავებული სკვერის საბოლოო კონცეფცია.
17 ივნისს, სოფელ წერეთლეში სკვერის კონცეფციის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას პროექტში ჩართულმა არქიტექტორებმა წარუდგინეს მათი სურვილისამებრ შემუშავებული სკვერის საბოლოო კონცეფცია. შეგახსნებთ, რომ 15–16 ივნისს, სოფელ წერეთელში სოფელში მდებარე 9 აპრილის სკვერის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. ორი დღის განმავლობაში, ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სკვერის მოწყობის კონცეფციაზე, მოწვეულ არქიტექტორთან და გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტებთან ერთად ემსჯელათ, წარმოედგინათ იდეები, გაეთვალათ რისკები და მიეღოთ კომპეტენტური რჩევები. შეგახსენებთ, რომ სოფელში გასართობ–შემეცნებითი სკვერის მოწყობის იდეა, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გამარჯვებულ 51 საპროექტო იდეებს შორის, ერთ–ერთ საუკეთესო იდეად დასახელდა, რომელიც წარმოდგენილი იქნა ადგილობრივი მოსახლის გიორგი მუმლაძის მიერ. აღნიშნული პროექტი, პოლონელმა ექსპერტებმა გამგეობასთან ერთად შეარჩიეს საპილოტედ, რაც გულისხმობს სკვერის დაპროექტება/დაგეგმარებას მოქალაქეებისა და პროექტის ავტორების ჩართულობით პოლონელ და ქართველ არქიტექტორებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ პოლონელი და ქართველი არქიტექტორის ერთობლივი ნამუშევარი მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, დაპროექტებული სკვერი, მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოეცემა, რომლის შემდგომაც გამოცხადდება ტენდერი სამშენბლო სამუშაოების შესრულებაზე. პროექტის განხორიცელება წლის ბოლომდე დასრულედბა. აღსანიშნავია, რომ ფონდი „სხვა სივრცე“ წელსაც აგრძელებს სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკის დანერგვას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ახალი პროექტი, სახელწოდებით „ბიუჯეტების განვითარება მონაწილეობის საფუძველზე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ელემენტი“, ითვლისწინებს შემდგე ოთხ მოდულს: 1. ექსპერტთა საბჭო შექმნა; 2. პრაქტიკოსები და დამოუკიდებელი ტრენერების გადამზადებას; 3. ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა, „საქმოაქალაქო ბიჯეტის“ განხორციელბაში, ამ მოდულით პოლონელი ექსპერტები მუშაობას განაგრძობენ გორსა და საჩხერში, სადაც წელს მიმდინარეობს პროექტის დანერგვა. 4. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში შემოსული ერთ–ერთი გამარჯვებული პროექტის შერჩევა და სივრცით დაგეგმვა/დაპროექტება მოსახლეობისა ჩართულობით და არქიტექტორების დახმარებით. პროექტი დაფინანსებულია სოლიდარობის ფონდის მიერ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პროგრამის ფარგლებში „დემოკრატიის მხარდაჭერა“.