ადგილობრივმა თვითმმართველობამ იფთარს უმასპინძლა
21 ივნისს, მარნეულის მინიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით იფთარის ვახშამი გაიმართა.
21 ივნისს, მარნეულის მინიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით იფთარის ვახშამი გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძრვანელი პირები, თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოწვეული სასულიერო პირები, მრევლი და სხვა მოწვეული სტუმრები.
რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება. სწორედ, ამ ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია, მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე მიპატიჟება.