მარნეულის სამუსიკო სკოლამ კლასიკური მუსიკის კონცერტი მოაწყო
დღეს, 29 ივნისს კულტურის სახლის სცენაზე კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
დღეს, 29 ივნისს კულტურის სახლის სცენაზე კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელები ქართველი და უცხოელი კლასიკოსების მიერ შექმნილი ნაწარმოებებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვთითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, მშობლები, პედაგოგოები და სხვა დაინტერესებული პირები.