სიახლეები

ბავშვთა დაცვის დღე მარნეულში

01 ივნ, 2017

ბავშვთა დაცვის დღე მარნეულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარნეულის ,,კულტურის ცენტრის" ორგანიზებით, კულტურის სახლის სკვერში, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

 

 

 

ბავშვთა დაცვის დღე მარნეულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარნეულის ,,კულტურის ცენტრის" ორგანიზებით, კულტურის სახლის სკვერში, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ,,კულტურის ცენტრთან“ არსებულმა თანამედროვე ცეკვების სტუდია ,,never stop"–მ, პატარებისთვის ფლეშმობი მოაწყო. სკვერში გამოყოფილ სივრცეში, საბავშვო ბაღის აღზასრდელებმა, მოწვეულ ანიმატორებთან ერთად, საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს. პატარებისთვის მორთულ ფერად სკვერში, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სივრცეები, რეწვის და ხატვის კუთხეები, სადაც პატარებს შეეძლოთ თავად გამოეძერწათ მინიატურული ნამუშევრები და შეექმნათ ფერადი ნახატები. მოეწყო ასფალტზე ხატვა, ასევე პატარებს შეეძლოთ სახის მოხატვაც. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდა ორგანიზაციები ,,Dream partner" და საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალი, რომლებმაც სტუმრად მოსული პატარები სხვადასხვა საბავშვო აქტივობებით გაამხიარულეს. ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთვნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომლებიც შეკრებილ საზოგადოებას, ბავშვთა მიტოვების პრევენციისთვის, ოჯახებში ბავშვთა აღზრდის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდათ ბროშურებიც, საიდანაც მიიღეს ინფორმაცია ბავშვთა სერვისების შესახებ: მცირე საოჯახო სახლებსა და მინდობით აღზრდაზე. ღონისძიების მეორე ნაწილი ანიმატორების შოუს დაეთმო. მარნეულს ესტუმრნენ გუფი, მიკი-მინი, წითელქუდა, პეპი, ინდიელი, მეკობრე, ფიფქია, ჭიამაია. ღონისძიებას კულტურის ცენტრთან არსებული ბენდის კონცერტით დაიხურა და ფერადი წვიმით დასრულდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისფლების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პატარებს დღევანდელი დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

სხვა სიახლეები