სიახლეები

სემინარი - ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის სტრატეგიაზე

03 ივლ, 2017

30 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის სტრატეგიულ მიმართულებებზე, სემინარი გაიმართა.

30 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის სტრატეგიულ მიმართულებებზე, სემინარი გაიმართა. ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რეგიონული სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ,,ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის და გოგონების უფლებების დაცვის ადგილობრივი სტრატეგია.“ შეხვედრა პროექტ „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა.

სხვა სიახლეები