საჯარო განხილვა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის, სახლში ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს პარლამენტთან არსებულ გენდერულ თანასწორობის საბჭოსთან ერთად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ საჯარო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა ჩაატარეს პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის წევრებმა ნინო წილოსანმა და ნინო გოგუაძემ. ასევე, საქართველოს მთვარობის, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
საჯარო განხილვას ესწრებოდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.