სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფორუმი ქვემო ქართლში
დღეს, „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის“ ორგანიზებით და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგიონული ფორუმი გაიმართა.
დღეს, „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის“ ორგანიზებით და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგიონული ფორუმი გაიმართა.
დღევანდელი ფორუმი ENPARD–ის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვთარების სააგენტოს გაძლიერების“ ფარგლებში ჩატარდა.
რეგიონული ფორუმების, როგორც არაფორმალური პლატფორმის, მიზანია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მათ წინაშე არსებული პრობლემების გასაჯაროებასა და მათ გადასაჭრელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე საწარმოო ჯაჭვის წარმომადგენლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან დაკავშირებასა და მათ შორის კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესებაში.
ფორუმს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, ადგილობრივი თვითმმართველოის წარმომადგენელი,საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების 50- მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის,ასევე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ , მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ და კომპანია „ბორან სოფქიმიის“ წარმომადგენლები.
ფორუმის მსვლელობისას ფერმერებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს განხილვებში და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს კომპეტენტური პირებისაგან.
შეხვედრის დასასრულს, „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის“ პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი ზაქაიძემ ფორუმის მსვლელობისას გაჟღერებული პრობლემები და გამოწვევები შეაჯამა, რომლებზეც მუშაობა ორგანიზაციისთვის მომდევნო პერიოდში პრიორიტეტული იქნება. რეგიონული ფორუმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 2017 წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერება“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება Evoluxer-ის მიერ. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს. მისი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით.