სიახლეები

მარნეულში წყლისა და კანალიზაციის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

06 ივლ, 2017

დღეს, 6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტს შ.პ.ს.  საქართველოს  გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა ეწვია და მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილესთან   ზაურ ტაბატაძესთან და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად   მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი  წყალმომარაგების  სისტემის სრული რეაბილიტაციის პროექტი განიხილა.

აღსანიშავია, რომ პროექტის ფარგლებში   მუნიციპალიტეტის  წყალმომარაგების  სისტემას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.  პროექტის ღირებულება დაახლოებით 60 მლნ. ლარია და მოიცავს ქალაქ მარნეულის, ყიზილაჯლოს, ჯანდარის,წერეთლის,საიმერლოსა და ბეგლიარის სასმელი წყლისა და კანალიზაციის სრულ რეაბილიტაციას.
პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ. 

სხვა სიახლეები