26 მაისი
1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს დადგენილებით გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა საქართველოს 26 ქალაქში. სახალხო დღესასწაული აღინიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტშიც.მარნეულის კულტურის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა სპორტული, კულტურული და სხვა გასართობი ღონისძიებები.12:00-13:00 საათზე დაიწყო მსვლელობა ეკლესიიდან ღონისძიების ადგილამდ.12:00-18:00 საათამდე დაიწყო გამოფენა-გაყიდვები.გამოფენილი იქნა მარნეულის საკონსერვო ქარხნის, სუპერმარკეტ „სმარტის “ კომპანია „ბარამბოს „ პროდუქციები.მოეწყო აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. მარნეულის საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილი იქნა ნახატები და ხელნაკეთი ნივთები, აგრეთვე მოეწყო-ლუდის ფესტივალი, ქართული პურის კუთხე, ჩაის კუთხე, ყავის კუთხე.ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები: შეჯიბრი მკლავწიდში, ქართულ ჭიდაობაში.საღამოს დაგეგმილ საზეიმო კონცერტზე ჩამოსულ სტუმრებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ქოეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები.სახალხო დღესასწაული დასრულდა საქართველოს ჰიმნითა და გრანდიოზული ფეიევერკით.