სიახლეები

ირანელი დელეგაციის წევრები მარნეულში

19 ივლ, 2017

დღეს, მარნეულს ირანის რესპუბლიკიდან, ზანჯანის მხარის კოოპერატივთა პალატის წევრები სტუმრობენ, რომლებიც ხუთდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებიან.

დღეს, მარნეულს ირანის რესპუბლიკიდან, ზანჯანის მხარის კოოპერატივთა პალატის წევრები სტუმრობენ, რომლებიც ხუთდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებიან.
მარნეულში მათი სტუმრობის მიზანი იყო მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ( სამეწარმეო და სამეურნეო) პოტენციალის გაცნობა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ქვემო ქართლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ, რომლის შემდეგაც მოინახულეს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა, სასურსათო ქარხანა და სოფელ კაჩაგანში არსებული კაკლის მეურნეობა.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეკონომიკის სხვადასხვა დარგის, მათშორის პლასტსმასის, ტყვიისა და თუთიის კონცენტრატის, ტექნიკური მარილის, სამედიცინო ინვენტარის, მედიკამენტებისა და თევზის მწარმოებლები და ექსპორტიორები.

სხვა სიახლეები