პოეზიის საღამო „პოეტრიერა“ სოფელ წერაქვში
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, სოფელ წერაქვში არსებულ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმის ეზოში, ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო „პოეტრიერა“ გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, სოფელ წერაქვში არსებულ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმის ეზოში, ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო „პოეტრიერა“ გაიმართა.
ლიტერატურული საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, ადგილბრივი მწერლები და პოეტები, ფესტივალი „ერთიანი კავკასიას“ მოხალისეები და ლიტერატურის მოყვარულები.
საღამოზე მოეწყო ლექსის საჯარო კითხვა და ლიტერატურული დისკუსია. ღონისძიების მიზანს ლიტერატურის პოპულარიზაცია და წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა წარმოადგენდა. ღონისძიების დეკორატიული და მუსიკალური გაფორმება უზრუნველყო „კულტურის ცენტრის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა.