სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტში ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

01 სექ, 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომას ზეიმობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომას ზეიმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,  სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებს ეწვივნენ, სადაც მუსლიმ მოსახლეობას  დღესასწაულის დადგომა მიულოცეს.
დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, შეჭირვებულ ოჯახებს   სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის შეწირული საქონლის ხორცი  დაურიგდათ.
მოგახსენებთ, რომ ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სამ დღეს გრძელდება.

სხვა სიახლეები