სიახლეები

მარნეულის სკოლებში სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს

15 სექ, 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დილიდან #3 საჯარო სკოლას, ახალი სასწავლო წლის დაწყების მისალოცად ეწვივნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დურსუნ გასანოვი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი კენან ომაროვი და გამგებლის მოადგილე აკიფ ალიევი. დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, #2 საჯარო სკოლას ეწვია საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა. სტუმრებმა, სკოლის ეზოში შეკრებილ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

სხვა სიახლეები