მარნეულელი მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის გასართობი საღამო გაიმართა
ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავად, მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“–ს ორგანიზებით, სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგის“ მიმდებარე პარკში, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მხიარული საღამო გაიმართა.
ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავად, მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“–ს ორგანიზებით, სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგის“ მიმდებარე პარკში, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მხიარული საღამო გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ყველასათვის საყვარელმა და ძალიან პოპულარულმა ანიმატორმა და წამყვანმა უჯმამ, პარკში შეკრებილი ახალგაზრდებისთვის, ორიგინალური და გასართობი პროგრამა წარმოადგინა. ღონისძიებას,მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მათ შეკრებილ ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ფარგლებში, პროფესიული კოლეჯი „ელიტი“– ის სპონსორობით მოეწყო ახალგაზრდებისთვის საყვარელი – ფერების ფესტივალიც. ასევე გაიმართა შემეცნებითი ვიქტორინა, რომელში გამაჯვებულ I II და III ადგილის მფლობელებს, კოლეჯის ხელმძღვანელობამ, სწავლის საფასური– 700, 500 და 300 ლარის ოდენობით დაუფინანსა. მარნეულელი ახალგაზრდებისთვის ასევე დაუკრა მუსიკალურ ბენდმა „Red carpet”.