მარნეული „დავასუფთაოთ მსოფლიო“-ს კამპანიაში ჩაერთო
მარნეულის მუნიციპალიტეტი, ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას - ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“-ს (Clean Up the World) შეუერთდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტი, ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას - ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“-ს (Clean Up the World) შეუერთდა.
აქციის ფარგლებში, დასუფთავდა ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ დაშტაფის დაბინძურებული ტერიტორია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალური ა(ა) ი პ „სუფთა მარნეული “-ს თანამშრომლები, კამპანიის წარმომადგენლები და ადგილობრივი ახალგაზრდები.
დასუფთავების აქციის შედეგად, აღნიშნული ტერიტორიიდან გატანილი იქნა 55 კუბური მეტრის მოცულობის ნარჩენი.
აღსანიშნავია, რომ 14-15-16 სეტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით. კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობას ღებულობს 130-მდე ქვეყანა.