სიახლეები

მარნეულმა „რუსთავქალაქობა 2017“-ში მიიღო მონაწილეობა

16 სექ, 2017

დღეს, ქალაქ რუსთავში გამართულ „რუსთავქალაქობა 2017“–ის დღესასწაულის ფარგლებში, კულტურისა და დასვენების პარკში, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ პავილიონებში, მარნეული მრავალფეროვნად წარსდგა.

 

 

 

დღეს, ქალაქ რუსთავში გამართულ „რუსთავქალაქობა 2017“–ის დღესასწაულის ფარგლებში, კულტურისა და დასვენების პარკში, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ პავილიონებში, მარნეული მრავალფეროვნად წარსდგა. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები და სოფელ შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. ქალაქ რუსთავში გამართულ „რუსთავქალაქობის“ დღესასწაულს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, გამგებლის მოადგილე თემურ ბერიძე და თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების პავილიონები ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა და იქ შეკრებილ მოქალაქეებს რუსთავქალაქობის დღესასწაული მიულოცა.

სხვა სიახლეები