სიახლეები

მშვიდობის საერთაშორისო დღე მარნეულში

21 სექ, 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტი,  მსოფლიოში მშვიდობის საერთაშორისო დღეს, მშვიდობის შინაარსიანი ნახატებით  შეუერთდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი,  მსოფლიოში მშვიდობის საერთაშორისო დღეს, მშვიდობის შინაარსიანი ნახატებით  შეუერთდა.
საერთაშორისო  დღის აღსანიშნავად,  მარნეულელი ახალგაზრდები,  ქალაქ მარნეულში მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ, სადაც კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით,  სკვერში არსებული კედელი მოიხატა.
აღსანიშნავია, რომ  მარნეულში  შემოქმედებითად მოხატული კედელი,  მსოფლიოს 40 ქვეყანაში, სხვადასხვა საიტებსა და სოციალურ გვერდებზე გავრცელდება.
მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა.  ამ დღის  მთავარი  გზავნილია  „მშვიდობა,  ახალგაზრდობა და განვითარება’’ ,   დევიზი კი – ’’მშვიდობა უდრის მომავალს!“.

სხვა სიახლეები