სიახლეები

მარნეულში ეროვნული გმირების ხსოვას პატივი მიაგეს

27 სექ, 2017

დღეს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა.

დღეს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა. დღესვე, ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, ყვავილების გვირგვინით შეამკეს, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ღონისძიების ფარგლებში, საჯარო ბიბლიოთეკის სკვერში გამოფენილი იქნა აფხაზეთის ომში დაღუპული ეროვნული გმირების პორტრეტები და იმ დროინდელი ისტორიული ქრონიკების ამსახველი ფოტო-მასალა. ხოლო, საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ნაჩვენები იქნა ვიდეო კადრები, რომელის აფხაზეთის ომამდელ და ომის პერიოდს ასახავდა.

სხვა სიახლეები