მოსწავლეებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღეს მონაწილეობა
მარნეულელმა მოსწავლეებმა პროექტის „ნაფიცი მსაჯულები იმიტირებული სასამართლო პროცესებისთვის“ ფარგლებში, 12 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ იმიტირებულ პროცესში, ნაფიცი მსაჯულის სტატუსით, მიიღეს მონაწილეობა.
მარნეულელმა მოსწავლეებმა პროექტის „ნაფიცი მსაჯულები იმიტირებული სასამართლო პროცესებისთვის“ ფარგლებში, 12 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ იმიტირებულ პროცესში, ნაფიცი მსაჯულის სტატუსით, მიიღეს მონაწილეობა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ პრაქტიკაში ენახათ სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და გამოეტანათ ვერდიქტი. პროექტის მიზანს მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სასამართლო სისტემის ფუნქციონირების პროცედურების შესახებ ინფორმირებულობა წარმოადგენდა. იმიტირებულ პროცესებში მონაწილეებს ჯილდოდ სერთიფიკატები გადაეცათ. პროექტის ინციატორები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ და საქართველოს პროკურატურა იყვნენ. პროექტში მარნეულელი მოსწავლეების მონაწილეობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრმა უზრუნველყო.