სიახლეები

მარნეულში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

30 ნოე, 2017

ქალთა მიმართ ძალადობის დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მერიის ქალთა ოთახის ორგანიზებით, კულტურის სახლის ეზოში მცირე ღონისძიება გაიმართა.

 

 

 

ქალთა მიმართ ძალადობის დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მერიის ქალთა ოთახის ორგანიზებით, კულტურის სახლის ეზოში მცირე ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა შექმნეს თემატური პოსტერები და სიმბოლურად ნარინჯისფერი  ბუშტები გაუშვეს, რომლის შემდგომაც მარნეულის ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
ღონისძიება  მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ძალადობის შესახებ და მათი ყურადღების მიპყრობას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობა.
შეგახსნებთ, რომ  25 ნოემბერი, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. 

სხვა სიახლეები