180 წელია, ილია ჩვენი თანამედროვეა
ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, დღეს მარნეულის მე-6 საჯარო სკოლაში თეატრალიზებული ღონისძიება გაიმართა.
ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, დღეს მარნეულის მე-6 საჯარო სკოლაში თეატრალიზებული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა, კოსტუმირებული წარმოდგენა დადგეს, სადაც ილიას შემოქმედება და ცხოვრება გაიხსენეს.
სკოლის ფოიეში მე-19 საუკუნის თბილისის ყოფითი ფრაგმენტები გააცოცხლეს, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იქ მისულ სტუმრებზე.
სკოლაში გამართულ ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ადგილობრივი რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, მერის მოადგილემ, მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.