სოფლის ექიმის პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის ექიმის პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის ექიმის პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი ბესიკ ტეფნაძე, ამავე სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსი მამუკა შუბითიძე და მერიის ჯანდაცვის, სოც.უზრუნველყოფის, კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები გიორგი მეურმიშვილი და დავით აროშიძე ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ურთიერთკოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, ბენეფიციარებისთვის, სოფლის ექიმის სერვისის სრულყოფილად მიწოდების პროცესში, ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლების ჩართულობაზეც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეები, შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.