სიახლეები

მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილები გადეცათ

08 დეკ, 2017

მერმა სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილები მოქალაქეებს პირადად გადასცა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე მარნეულელ მოქალაქეებს, სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით, საგარანტიო წერილები პირადად გადასცა.

მერმა სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილები მოქალაქეებს პირადად გადასცა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე მარნეულელ მოქალაქეებს, სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით, საგარანტიო წერილები პირადად გადასცა. მერმა თითოეული ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკითხა და გამოჯანმრთელება უსურვა. მიმდინარე წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ, ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 13 58 მოქალაქეს გაეწია დახმარება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 656 215 ლარი დაიხარჯა. კონკრეტულად კი მკურნალობით და მედიკამენტებით დახმარების პროგრამის საფუძველზე, წელს სოციალურად დაუცველმა 460 მოქალაქემ ისარგებლა. მუნიციპალიტეტი, მკვეთრად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია, გამოკვლევა, მკურნალობა და მედიკამენტებით დახმარების პროგრამით 338 ბენეფიციარს დაეხმარა. ამის გარდა, გამოკვლევა, ოპერაცია, მკურნალობა და მედიკამენტებით დახმარების პროგრამის საფუძველზე, მუნიციპალიტეტმა დახმარება გაუწია ონკოლოგიით დაავადებულ 411 მოქალაქეს, 236 336 ლარის ოდენობით. ამ ეტაპისთვის, ამავე პროგრამის მე-3 პუნქტის საფუძველზე სოციალურად დაუცველი 47 მოქალაქის საოპერაციო ხარჯები იქნა დაფინანსებული, ხოლო გულის ოპერაციისთვის ხარჯები- 127 მოქალაქეს დაუფინანსდა, ჯამში 79 447 ლარის ოდენობით.

სხვა სიახლეები