მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტისა და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, დურსუნ ჰასანოვთან ერთად, თბილისსა და რუსთავში ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილების გვირგვინით შეამკო და პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, დიპლომატიური მისიისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე მამუკა ნავერიანი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიების მეორე ნაწილი თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოში გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჰეიდარ ალიევი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა, სადაც ისაუბრა პრეზიდენტის ცხოვრების შესახებ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ კავშირზე.
ღონისძიების ბოლოს მოეწყო ფილმის ჩვენება, სადაც ასახული იყო აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის განვლილი, პოლიტიკური ცხოვრების გზა.