ახლადარჩეული მერი მოქალაქეებს ინდივიდუალურად ხვდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა, დღეს დილიდან რამოდენიმე ათეული მოქალაქე მიიღო, რომელთაც, უშუალოდ მერთან შეხვედრა სურდათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა, დღეს დილიდან რამოდენიმე ათეული მოქალაქე მიიღო, რომელთაც, უშუალოდ მერთან შეხვედრა სურდათ.
მერმა მასთან შეხვედრის მსურველები, საკუთარ კაბინეტში მიიღო, მათ პრობლემებს პირადად გაეცნო და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
ახლადარჩეულ მერთან შეხვედრის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, შესაბამისად მერიაში მოქალაქეებთან შეხვედრებს ინტენსიური ხასიათი აქვს.