ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია მარნეულში
ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია მარნეულში 12 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის პრეზენტაციას დაესწრო.
ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია მარნეულში 12 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის პრეზენტაციას დაესწრო. აღნიშნული პროექტი გულისხმობს რეგიონულ დონეზე გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. პროექტის ფარგლებში, შეირჩა 10 რეგიონული ჰაბი, ქვემო ქართლის რეგიონში - „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“. შეხვედრას, ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც გააცვნეს ჰაბის როლი და ფუნქციები.