მარნეულში სათათბირო საბჭოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემატიკის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნიის სათათბირო საბჭოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემატიკის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნიის სათათბირო საბჭოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემები განიხილეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი აიაზ მამედოვი, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრბო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეტალურად განიხილეს და პრობლემების გადაჭრის მიზნით სამომავლო გეგმები დასახეს.