მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. კონცერტი, მარნეულის კულტურის სახლში შედგა, სადაც მაყურებლის წინაშე აზერბაიჯანის ხირდალანის რაიონის მუსიკალური სკოლის კოლექტივი წარსდგა. აღნიშნული ღონისძიება, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ცენტრის ორგანიზებითა და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანი იყო საქართველ- აზერბაიჯანის ძმობის, მეგობრობისა და კუტურული ურთიერთობების წარმოჩენა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ აზერბაიჯანის ელჩის მოადგილე ფახრი ჰაჯიევი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი და სხვა მოწვეული სტუმრები.