სიახლეები

მერი სათათბირო სხდომას დაესწრო

26 დეკ, 2017

25 დეკემბერს,  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭოს დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური.
სხდომის მიმდინარეობისას, აუდიტორიის წინაშე თემატური ანგარიშით წარდგა მარნეულის მერი თემურ აბაზოვი, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
აღნიშნულ თემაზე მოხსენება გააკეთეს როგორც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა,  ასევე სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონის მასშტაბით, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე. ყურადღება გამახვილდა როგორც საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ჩატარდა და მასში მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებმა, სხვადასხვა თემის წარმომადგენლებმა მიიღეს.

სხვა სიახლეები