სიახლეები

საქართველო - აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი

27 დეკ, 2017

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი,  საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის  საზეიმოდ აღინიშნას დაესწრო.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი,  საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის  საზეიმოდ აღინიშნას დაესწრო.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში განჯის სახელმწიფო ფილარმონიის კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელსაც ორგანიზებას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო უწევდა.
ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ისტორიულ მეგობრობაზე და კეთილ მეზობლობაზე ისაუბრა.
აუდიტორიის წინაშე ასევე  სიტყვით წარდგა,  საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი.
მოგახსენებთ, რომ ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.

სხვა სიახლეები