სიახლეები

საახალწლო ღონისძიებები მარნეულში

31 დეკ, 2017

საახალწლო ღონისძიებები მარნეულში მარნეულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები დღეს, 17:00 საათიდან დაიწყო.

საახალწლო ღონისძიებები მარნეულში მარნეულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები დღეს, 17:00 საათიდან დაიწყო. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, მოეწყო საახალწლო სოფლის კუთხე, სხვადასხვა თემატური სივრცით. საახალწლო სოფლის კუთხე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ოჯახთან ერთად მოინახულა. ღონისძიება თემატურად მრავალფეროვანი იყო. მაყურებლის განწყობის ამაღლებაზე ზრუნავდნენ მარნეულის „კულტურის ცენტრის“ აღსაზრდელები. ღონისძიების დასასრულს, საახალწლო სოფელს სანტა და ფიფქია ეწვივნენ, ბავშვებს სხვადასხვა გასართობი აქტივობა შესთავაზეს და საახალწლო საჩუქრები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაურიგეს.

სხვა სიახლეები