სიახლეები

საახალწლო კონცერტი მარნეულში

31 დეკ, 2017

საახალწლო კონცერტი მარნეულში მარნეულში საახალწლო ღონისძიებები დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამით მიმდინარეობდა, რომელიც საღამოს გალა–კონცერტით დასრულდა.

 

 

 

 

საახალწლო კონცერტი მარნეულში მარნეულში საახალწლო ღონისძიებები დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამით მიმდინარეობდა, რომელიც საღამოს გალა–კონცერტით დასრულდა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, რომელიც ღონისძიებას მეუღლესთან და შვილებთან ერთად ესწრებოდა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, რომლებმაც დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მარნეულის სპორტული სკოლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ადგილობრივი და მოწვეული მომღერლები: გიორგი სუხიტაშვილი, ლაშა რამიშვილი, სოფო გელოვანი, ქეთა წიკლაური, აისელა მამედოვა და ანარ ასკეროვი. ღონისძიებას უძვებოდნენ დათო ბეკოშვილი და რომან ქერქაძე. გალა–კონცერტი მარნეულში გრანდიოზული ფოერვერკით დასრულდა.

სხვა სიახლეები