სიახლეები

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

15 იან, 2018

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და დამსწრეებს ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ასევე, სიტყვით მიმართეს და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ელდარ შენგელაიამ და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა გონგაძემ. დღევანადელ ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, ასევე, თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები.გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშითაა გამოსახული. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა“საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობლის სიმბოლური გამოსახულებაა.

სხვა სიახლეები