სიახლეები

მარნეულში პოეტ ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

01 თებ, 2018

31 იანვარს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ლექცია თემაზე "ლადო ასათიანის გახსენება", რომელსაც ფილოლოგი ნანა ჩუბინიძე კითხულობდა.

31 იანვარს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ლექცია თემაზე "ლადო ასათიანის გახსენება", რომელსაც ფილოლოგი ნანა ჩუბინიძე კითხულობდა.
ღონისძიება მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის პროექტის "ღირსახსოვარი თარიღები"-ის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტ ლადო ასათიანის ლექსები და გაიხსენეს მისი შემოქმედება.
აღსანიშნავია, რომ პროექტი "ღირსახსოვარი თარიღები" მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება, რომელიც მიეძღვნება, როგორც ქართველ ასევე, უცხოელ მწერლებს.

სხვა სიახლეები