სიახლეები

მარნეულში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს

02 თებ, 2018

1 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

1 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ღონისძიება მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ინიციატივით მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ღონისძიების მონაწილეებმა საჯაროდ წაიკითხეს, როგორც ქართველი ისე, უცხოელ მწერალთა შემოქმედებიდან ნაწყვეტები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, რომლის მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა, რათა ადამიანებმა უფრო მეტად შეიყვარონ წიგნი და იკითხონ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მესამედ აღინიშნა.

სხვა სიახლეები