სიახლეები

მსჯელობა ორგანული ნარჩენების საწარმოს განვითარების შესახებ

09 თებ, 2018

8 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა  მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასა და შპს „ორგანული ნარჩენების საწარმოს“ დირექტორს შორის.

8 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა  მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასა და შპს „ორგანული ნარჩენების საწარმოს“ დირექტორს შორის.
სამუშაო შეხვედრაზე საწარმოს დირექტორმა, ირაკლი ბურნაძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს მცირე პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც ასახული იყო   2018–2020  წლების საწარმოს განვითარების სამოქმედო გეგმა. ასევე, საწარმოს დირექტორმა დამსწრეებს დეტალურად გააცნო საწარმოში არსებული მდგომარეობა, განვითარების ხედვა და პრიორიტეტები.
პრეზენტაციის შემდგომ, დამსწრეებმა  საწარმოს მნიშვნელობაზე იმსჯელეს და ერთად დასახეს სამომავლო გეგმები.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები.

სხვა სიახლეები