სატენდერო კომისიის სხდომა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის თემურ აბაზოვის ხელმძღვანელობით მორიგი სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის თემურ აბაზოვის ხელმძღვანელობით მორიგი სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს მარნეულის მუნიციპალიტეტში ახლო მომავალში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო წინადადებების შესახებ. კერძოდ კი განიხილეს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად შემუშავებული სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც 6 სოფლის (სოფელ მუღანლო, კაჩაგანი, ქუთლიარი, შაუმიანი, ალგეთი, ლეჟბადინი, ბაიდარი და ჯანჯიგაზლო ) შიდა გზების მოწესრიგებას ეხებოდა.