მარნეულის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მერმა შეხვედრაზე მყოფ წარმომადგენლებთან, სოფლებში არსებული მდგომარეობა დეტალურად განიხილა და მათთან ერთად პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. მერიის დღევანდელ თათბირზე ასევე საუბარი შეეხო სოფლებში, მიმდინარე წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც.
სამუშაო თათბირი ძირითადად კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც მერმა მოადგილეებთან ერთად, მერის თითოეული წარმომადგენლისგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.