შეხვედრა მწერალ ია კარგარეთელთან
20 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის ინციატივით მწერალ ია კარგარეთელთან შეხვედრა გაიმართა.
20 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის ინციატივით მწერალ ია კარგარეთელთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მწერალმა დამსწრე აუდიტორიის წინაშე, წიგნის "სხვა უდაბნოს საიდუმლო"-ს შესახებ ისაუბრა. მწერალმა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდებს ბიბლიოთეკის სარგებლობისკენ მოუწოდა.
ია კარგარეთელის რომანი გამომცემლობა “პალიტრა L-ის” ლიტერატურული კონკურსის – „გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულია. წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა მწერლის თავგადასავალზე, რომელიც მას ეგვიპტეში გადახდება. მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია. თამთას მოგზაურობა წარმოუდგენელი მოვლენების ფონზე მიმდინარეობს, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.