სიახლეები

მერმა კონკურისის შედეგად ახლად დანიშნული თანამშრომლები წარადგინა

22 თებ, 2018

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა მერიის სამსახურებს კონკურსის შედეგად ახლად დანიშნული თანამშრომლები წარუდგინა, რომელთა ნაწილიც დღეიდან ოფიციალურად  შეუდგა სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებას.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ გამოცხადებული პროფესიული  საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების კონკურსი დასრულდა. მერიას პროფესიული საჯარო მოხელის 10 ვაკანტურ პოზიციაზე ქონდა კონკურსი გამოცხადებული, რომლის შედეგადაც საკონკურსო საატესტაციო კომისიამ დაწესებულების ხელმძღვანელს რეკომენდაცია  წარუდგინა 9 კონკურსანტზე.
ხოლო, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული  პირის  დანიშვნის მიზნით გამოცხადებული გამარტივებული კონკურსის შედეგად 4 ვაკანტური პოზიციიდან შეირჩა 2 კონკურსანტი.

სხვა სიახლეები