სიახლეები

იგეგმება ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“–ის აღდგენა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა

26 თებ, 2018

ქალაქ მარნეულში მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“–ის აღდგენისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტი კონკურსს აცხადებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერის თემურ აბაზოვის ხელმძღვანელობით მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, სადაც დეტალურად იქნა განხილული საკონკურსო დოკუმენტაცია და ინსტრუქცია პროექტში მონაწილეთათვის.
სკვერის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის კონკურსს მერია დღეს გამოაცხადებს, რომლის შემდგომაც შემუშავდება სკვერის მოწყობის დიზაინი.
ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“-ის აღდგენისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის  პროექტის განსახორციელებლად, ადგილობრივ ბიუჯეტში 500 000 ლარია გათვალისწინებული.

სხვა სიახლეები