მარნეულში საბჭოთა ოკუპაცის დღე აღინიშნა
25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მარნეულის კულტურის ცენტრის ინიციატივით გაიმართა ღონისძიება, რომლის მიზანი, 1921 წლის 25 თებერვალს მომხდარი საქართველოს ტრაგიკული ისტორიისა და ამ დღეს დაღუპული გმირების გახსენება იყო.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამ დღის ტრაგიკული მოვლენები. მათ დამსწრე აუდიტორიას, თემატური პოეზიისა და მუსიკის სინთეზი შესთავზეს. ასევე, მოეწყო თეატრალური სტუდიის პერფორმანსი სახელწოდებით -"გაწყვეტილი მავთულხლართი" და ვიდეო რგოლის - "არა ოკუპაციას" ჩვენება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და საკრებულოს დეპუტატები.
ამავე დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, წარჩინებული მარნეულელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უფასო ექსკურსია მოეწყო. აღნიშნული აქტივობის მიზანს მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის უკეთ შესწავლა და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება წარმოადგენდა.