სიახლეები

ნანა ცინცაძის საღამო - „დღეს გაზაფხული ჩემით ყვავილობს“

01 მარ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში გაზაფხულის შემობრძანებასთან დაკავშირებით, პოეტ ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო „დღეს გაზაფხული ჩემით ყვავილობს“ გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში გაზაფხულის შემობრძანებასთან დაკავშირებით, პოეტ ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო „დღეს გაზაფხული ჩემით ყვავილობს“ გაიმართა.
ყველასათვის საყვარელ პოეტს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. პოეტმა მარნეულელებთან შეხვედრაზე, მისი კრებულებიდან ლექსები წაიკითხა, ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე და მოწვეული სტუმრების კითხვებსაც უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ პროფესიით ექიმს საზოგადოება პოეტად უფრო იცნობს და მის ლექსებზე არაერთი სიმღერაა დაწერილი.
ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორი მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება იყო, სადაც დამსწრე ქალბატონებს, ქალთა დღესასწაულები წინასწარ მიულოცეს და საჩუქრად ყვავილების თაიგულები გადასცეს.

სხვა სიახლეები