სიახლეები

თვითმმართველობამ ომში დაღუპული გმირების დედებს დედის დღე მიულოცეს

06 მარ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად  აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებს  დედის დღე მიულოცეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად  აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებს  დედის დღე მიულოცეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები მათ სახლში ესტუმრნენ და ყვავილებთან ერთად  სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
დედის დღე საქართველოში, 1991 წლიდან აღინიშნება, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა და უკვე 27 წელია ამ დღეს მთელი საქართველო ზეიმობს. სამი მარტი ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.

სხვა სიახლეები