მერმა თანამშრომელ ქალბატონებს დამდეგი 8 მარტი მიულოცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან და საკრებულოს თავჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად თვითმმართველობის თანამშრომელ ქალბატონებს, 8 მარტი წინასწარ პირადად მიულოცა და მათ სიმბოლურად თაიგულები და მისალოცი ბარათები გადასცა.

მერმა, მადლობა გადაუხადა მოწვეულ ქალბატონებს გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ მათი როლი უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში.
„გილოცავთ, ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, წინსვლას და წარმატებებს, როგორც პირად ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“– აღნიშნა მერმა ქალბატონებთან შეხვედრისას.
ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება, როგორც ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.