სიახლეები

ქვემო ქართულის გუბერნატორი მარნეულს ესტუმრა

16 მარ, 2018

15 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, თემურ აბაზოვთან ერთად, მარნეულის 6 სოფლის შაუმიანის, ზემო და ქვემო სარალის, კაჩაგანის, კასუმლოსა და თამარისის მოსახლეობას შეხვდა.

15 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, თემურ აბაზოვთან ერთად, მარნეულის 6 სოფლის შაუმიანის, ზემო და ქვემო სარალის, კაჩაგანის, კასუმლოსა და თამარისის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე გუბერნატორმა, მერთან ერთად მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირებას დაჰპირდა. შეხვედრის ბოლოს მათ სოფლებში მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

სოფლებში ძირითადად სასმელი და სარწყავი წყლის, გზის და გარე განათების პრობლემები დასახელდა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივი მოგვარება აღუთქვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი და ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მარნეულის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტუქტურის სამსახურის უფროსი ლერი ფანგანი და მერიის სხვა თანამშრომლები.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ზემოთხსენებულ სოფლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება გასულ წელს. მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, არაერთი მასშტაბური და საჭირო პროექტი განხორციელდება მიმდინარე წელსაც.

შაუმიანში ამჟამად შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შაუმიანი–წერაქვის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 5კმ სიგრძის გზა. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით,რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 3 672 395 ლარს შეადგენს. ასევე, მიმდინარეობს სოფელ შაუმიანის საბავშვო ბაღის დარბაზის მშნებლობა. პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ღირებულებაა 38 136 ლარი.
შაუმიანში გასულ წელს რეაბილიტირდა შიდა გზები. პროექტის ფარგლებში დაიგო 2 263 მეტრი სიგრძის გზა. პროექტის საერთო ღირებულებამ 310 461 ლარი შეადგინა.

2018 წელს კი ამავე სოფელში დაგეგმილია შიდა გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რისთვისაც გამოყოფილია 409 907 ლარი.

ზემო სარალი გასულ წელს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 1200 მეტრი სიგრძის არმირებული რკინა/ბეტონის გზის საფარი, რომლის ღირებულებაც 292 500 ლარი იყო.
2015–2016 წლებში მოეწყო სასმელი წყლის რეზერვუარი და შიდა ქსელი, მოხდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება და ყველა ოჯახს მიეწოდება სასმელი წყალი, პროექტის ღირებულება 330 645 ლარს შეადგენს.
2015–2016 წლებში სოფელ ზემო სარალში, ასევე განხორციელდა სარწყავი წყალსაქაჩი სადგურის აღდგენითი და სარწყავი მილმდენის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება საერთო ჯამში შედგენს დაახლოებით 289 800 ლარს.

ქვემო სარალში კი გასულ წელს დასრულდა წყალსადენის სისტემის მოწყობა, რომლის ფარგლებში სოფელი დაიქსელა 15 კმ-ის მოცულობის პოლიეთილენის მილებით. ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ოჯახების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის საერთო ღირებულებაა 279 999 ლარია.
სოფელ კაჩაგანში გასულ წელს სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა, დარჩენილი სასმელი წყლის შიდა გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია. პროექტი განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულება 248 801 ლარს შეადგენდა.

ასევე გასულ წელს, კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სამ სოფელში – კაჩაგანში, ხანჯიგაზლოსა და თაქალოში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა. სოფელ ხანჯიგაზლოში რეაბილიტირდა 6000 მ/კვ (1, 200 მ/გრ) მოცულობის გზა. სოფელ თაქალოში 7200 მ/კვ ( 1, 580 გრ/მ), ხოლო სოფელ კაჩაგანში 6300 მ/კვ (1, 100 გრ/მ) მოცულობის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. აღნიშნულ სოფლებში გზების რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც გამოიყო 739 000 ლარი.
2018 წელს კი დაგეგმილია სოფ. კაჩაგანის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 371 265 ლარია.

სოფელი კასუმლო 2015–2016 წლებში სოფე კასუმლოში დაიგო 4 კმ შიდა გზა,. პროექტის ღიებულებამ 845 718 ლარი შეადგინა.
2017 წლის ნოემბრის თვეში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით კასუმლოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში საგზაო ნიშნები დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში.
2018 წელს კი იგეგმება სარწყავი არხისა და გარე განათების მოწყობა.

სოფელი თამარისი შიდა გზების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაიგო 6 შიდა სასოფლო გზა. ჯამური სიგრძით 2 265 მეტრი. პროექტი განხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 303 180 ლარია. ასევე, სოფელ თამარისში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საბავშვო მოედანსა და საბავშვო ბაღის ეზოს ჩაუტარდა რეაბილიტაცია პროექტის ღირებულება 7500 ლარს შეადგენს.
2018 წელს დაგეგმილია თამარისის გზის შიდა გზები რეაბილიტაციის II ეტაპი. პროექტის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. სოფ. თამარისში სპორტული დარბაზის მშენებლობა პროექტი განხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რომლის ღირებულებაც 500 000 ლარია და მოპირკეთდება რიტუალების სახლი.

სხვა სიახლეები