სიახლეები

პროექტი “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“

14 მარ, 2018

13 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, პროექტის “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“ გახსნის ცერემონიას დაესწრო.

13 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, პროექტის “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“ გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორწლიანი პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და ქვემო ქართლის გუბერნიის წარმომადგენლები, ევროკავშირის დელეგაციის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას გახსნითი სიტყვით მიმართეს ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებმა.
პროექტს ახორციელებენ World Vision საქართველო, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია.

სხვა სიახლეები