სიახლეები

მარნეულში თვითნებური კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო

12 მარ, 2018

მოგეხსენებათ, მარნეულში ჯიხურების, დახლების და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი და განთავსება ერთ–ერთი მწვავე საკითხია.

მოგეხსენებათ, მარნეულში ჯიხურების, დახლების და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი და განთავსება ერთ–ერთი მწვავე საკითხია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მსგავსი ნაგებობის დემონტაჟის დაწყების თაობაზე და 7 მარტს კანონის შესაბამისად, მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელდა ცენტრალური საავმტომობილო გზის (მარნეული–სადახლო, კოსტავა ქუჩის გავლით) ნაპირებზე განათავსებული ზოგიერთი უსახური კონსტრუქციების დემონტაჟი.

მოსახელობის გარკვეული ნაწილის მხრიდან მოყვა მცირე უკმაყოფილება და დღეს მერიის წინ შეიკრიბნენ. საკითხში გარკვევის მიზნით შეკრებილ მოვაჭრეებს, რომელიც ითხოვდნენ მერის გადაწყვეტილების შეცვლას, თემურ აბაზოვი პირადად შეხვდა კიდევ ერთხელ განუმარტა მდგომარეობა.

„მარნეულში ჯიხურების, დახლების და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი და განთავსება გარდა იმისა, რომ არის უკანონო, არ შეესაბამება მუნიციპალიტეტის იერსახეს და საფრთხეს ქმნის საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე ავტომობილებისათვის და თავად მოვაჭრეებისათვის. ასევე, სტუმრებისთვის და ტურისტებისთვის არ არის მიმზიდველი, რადგან მსგავსი სავაჭრო პუნქტები ულამაზოა, ეს ყოველივე კი მუნიციპალიტეტში შემოსულ სტუმარს უქმნის ქვეყანაზე წარმოდგენას და ვფიქრობ არც თუ ისე კარგს. მე, პირველ რიგში როგორც მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელს არ მინდა ასე გამოიყურებოდეს ჩემი მუნიციპალიტეტი.
საწყის ეტაპზე მოვახდინეთ ცენტრალური საავტომობილო გზის ნაპირებზე განთავსებული დაახლოებით 30 (მიტოვებული) უსახური კონსტრუქციის დემონტაჟი. მომდევნო ეტაპზე კი გზის ნაპირებზე ამგვარი ფორმით განთავსებული ნაგებობის ე.წ მოქმედი სავაჭრო პუნქტები მოექცევა კანონის ფარგლებში.

ამისათვის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გატარებულია ყველა პრევენციული ღონისძიება, კერძოდ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გზის ნაპირებზე სავაჭრო პუნქტების მეპატრონეები არიან გაფრთხილებულნი.

თავდაპირველად მათ მიეცათ ერთკვირიანი ვადა საკითხის მოსაგვარებლად. პირად შევხვდი ჯიხურების მეპატრონეებს, მათ ვადის გახანგრძლივება გვთხოვეს, ჩვენ შევედით მათ მდგომარეობაში, ამიტომ კვლავ განვუსაზღვრეთ გონივრული ვადა, რომლის გასვლის შემდგომ კი მოხდება არსებული უკანონო უსახური ნაგებობის დემონტაჟი.

დღეს კი ოპოზიციური პარტიების მხრიდან წაქეზებული მოქალაქეები კვლავ მოვიდნენ მერიაში, რომელიც ითხოვდნენ 6 თვიან ვადასა და ალტერნატიულ ფართს. მე პირადად შევხვდი მათ და კიდევ ერთხელ განვუმარტე სიტუაცია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და გადაწყვეტილება არ შეიცვლება. მათ საკითხის მოგვარებისთვის მივეცით ვადა აპრილის ბოლომდე.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო მსგავსი სავაჭრო პუნქტების, ჯიხურების განთავსება უკანონოა, ამახინჯებს მუნიციპალიტეტის იერსახეს, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნის საფრთხეს, იწვევს ანტისანიტარიას.

შემიძლია გითხრათ ჩვენს ამ ქმედებას მოყვა მხოლოდ მოსახლეობის იმ ნაწილის უკმაყოფილება, რომელიც იქ ვაჭრობს, თუმცა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქალაქეების მხრიდან დადებით გამოხმაურება აქვს, რადგან გასუფთავდა და გალამაზდა ტერიტორია.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი უკანონო მშენებლობა, ვაჭრობა თუ სხვა ქმედება ჩემი მხრიან კომპეტენციის ფარგლებში არ დარჩება რეაგირების გარეშე.“–განაცხადა თემურ აბაზოვმა.

სხვა სიახლეები